MARDIHOLDING

               

ჩვენი კომპანია

ისტორია

2007 წლიდან აჭარის მაღალმთიან რაიონებში დავიწყეთ ტრადიციული ჯიშის, ქართული ორიენტალური თამბაქოს ფოთლის საცდელი პარტიების მოყვანა. უცხოელ კონსულტანტთა და ექსპერთა რეკომენდაციებით გადავწყვიტეთ ადგილობრივი თამბაქოდან გამორჩეული გემოს სიგარებისა და სიგარილების წარმოება. ნიშანდობლივია, რომ ორიენტალური თამბაქოს მონაწილეობით სიგარის წარმოება მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. პირველი ქართული სიგარის ნიმუშები 2009 წლის 5 მაისს, ინდონეზიაში, ცნობილ კომპანია 'ტარუ მარტანი 1918'-ში დამზადდა, სადაც პროფესიონალებისა და სომელიების მიერ ქართული ორიენტალური თამბაქო 'ქედა'-ს მონაწილეობის ოპტიმალურ ვარიანტად განისაზღვრა ინდონეზიური, კუბური და დომენიკის რესპუბლიკის თამბაქოების კომბინაციებში. 'შპს იმერი' 2014 წლიდან უკვე საქართველოში აწარმოებს ხელით დამზადებულ, საშუალოზე მაღალი სიმაგრის, 23 დასახელების სიგარას, სიგარილას და ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოს.

რეკვიზიტები

მაღალი ხარისხი

ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ქართული სიგარა და გასახვევი თამბაქო აჭარის გასაოცარი და ულამაზესი მთებიდან..

დიდი არჩევანი

23 სახეობის სხვადასხვა გემოს, სიძლიერისა და არომატის სიგარა. 6 დასახელების გასახვევი თამბაქო.

და არამარტო..

ჩვენ სპეციალურად სიგარისათვის ვაწარმოებთ საფერფლეებს, საჭრელებს, ჰუმიდორებს ღვინის ჩასადებებს და 30-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა აქსესუარებს..

ჩვენი პროდუქცია

სრული სია

კავშირი ჩვენს კომპანიასთან

კომერციული მიზნებისთვის და პროდუქციის სანახავად დაგვირეკეთ:
ბათუმი: +995 422274741 ან +995 568602022
ან დაგვიტოვეთ საქმიანი წერილი.